დღეს, წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიის სტუდენტთა პირველი ნაკადის გამოშვების ღონისძიება გაიმართა

დღეს, წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიის სტუდენტთა პირველი ნაკადის გამოშვების ღონისძიება გაიმართა. 36 სტუდენტიდან 28-ს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას ესწრება “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც წალენჯიხის მეგობართა კლუბის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია.

ხაზარაძის თქმით სკოლის კურსდამთავრებულები ამ სერტიფიკატების საფუძველზე შეძლებენ სხვა და სხვა, ქვეყნისთვის სასარგებლო სამსახურებში დასაქმდნენდ და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

IT სკოლის სტუდენტთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია უკვე დღეს, 16:00 საათიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური მოსამართლეების შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია მოსამართლეთა უვადოდ არჩევა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა