დღეს ტრამპს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ უყრიან კენჭს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 19, 2016 18:11

დღეს ტრამპს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ უყრიან კენჭს

დღეს, 19 დეკემბერს, აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნების კიდევ ერთი, გადამწყვეტი კენჭისყრა გაიმართება. აშშ-ის 50 შტატში ამომრჩეველთა კოლეგია შეიკრიბა, რომელიც 538 ადამიანისგან შედგება. ყველა შტატს კოლეგიაში ზუსტად იმდენი წევრი ჰყავს, რამდენიც – კონგრესმენი და სენატორი. ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები ადგილობრივი აქტივისტები არიან, რომლებიც შტატის პარტიული აქტივისტებისგან ამომრჩეველთა ნების განსახორციელებლად ირჩევიან, ან ინიშნება.
კოლეგიის წევრი რესპუბლიკელები ვალდებულნი არიან, ხმა რესპუბლიკელს მისცენ, შესაბამისად, დემოკრატები ხმას დემოკრატს აძლევენ. უმეტეს შტატში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებს კანონი უკრძალავს, რომ ამომრჩეველთა ნების წინააღმდეგ წავიდნენ. მათ, ვინც მაინც ასე მოიქცევა, „არაერთგულ ამომრჩეველს” უწოდებენ. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი „არაერთგული ამომრჩეველი“ 1808 წელს დაფიქსირდა, როცა ამომრჩეველთა სურვილი კოლეგიის ექვსმა წევრმა დაარღვია.
კოლეგიის სხდომა, როგორც წესი, სხვადასხვა შტატის დედაქალაქში, 19 დეკემბერს, მშვიდობიანად და შეუმჩნევალდ იმართება ხოლმე, მაგრამ დღეს ეს ტრადიცია დაირღა – შენობებთან, სადაც ხმის მიცემა მიმდინარეობს, ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაციები ჩატარდება. საერთოდ, ბევრი ამომრჩეველი ჯერ კიდევ შოკშია დონალდ ტრამპის გამარჯვებით – ამას არ ელოდა, მით უმეტეს, ჰილარი კლინტონმა არჩევნებზე თითქმის სამ მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა რესპუბლიკელმა ოპონენტმა. მრჩეველთა კოლეგია კი, მაინც ტრამპის გაპრეზიდენტებას აპირებს.
ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ დემოკრატიისას ის იმარჯვებს, ვინც ხმათა უმეტესობას იღებს. ამომრჩეველთა კოლეგია კი, ამ აზრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და წაგებული მხარე არჩევნების შემდეგ, , როგორც წესი, მისი გაუქმების მოწოდებებით გამოდის. კოლეგიის კრიტიკოსებს შორის 2012 წელს თვითონ ტრამპიც იყო – მაშინ რესპუბლიკელი მით რომნი ბარაკ ობამას უგებდა, მაგრამ კოლეგიამ მხარი ბარაკ ობამას დაუჭირა. იმხანად დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ შეტყობინებას შეტყობინებაზე აქვეყნებდა.


მოკლედ, ასეთია აშშ-ის საარჩევნო სისტემა. მარათონის დაწყებამდე ტრამპმაც და კლინტონმაც თამაშის წესები მშვენივრად იცოდნენ და მის დაცვაზე შეთანხმდნენ. ახლა წაგებულები სკანდირებენ, რომ კოლეგიის ინსტიტუტი უნდა დაინგრეს. მათი თქმით, ის დიდი ხნის წინ დაძველდა და ამასთან, ეს კოლეგია იმ სისტემის დროს შეიქმნა, როცა მონას თავისუფალ ადამიანთან შედარებით, ხმის 3/5 ჰქონდა და ხმის მისაცემად მონები კი არა, არამედ, მათი მფლობელი დადიოდნენ. მათ ხმის მიცემა მონების რაოდენობის მიხედვით შეეძლოთ.
კოლეგიის მხარდამჭერთა განმარტებით, აშშ-ის დამფუძნებლებმა ეს სისტემა იმის შიშით შემოიღეს, რომ პირდაპირი არჩევნებისას რომელიმე დიდ შტატს საკუთარი სურვილების მთელი ქვეყნისთვის თავსმოხვევა შეეძლო.
მე-18 საუკუნეში ყველაზე დიდი შტატი ვირჯინია გახლდათ და აშშ-ის ხუთი პრეზიდენტიდან ოთხი წარმოშბით სწორედ ვირჯინიიდან იყო. დღეს აშშ-ის ყველაზე მეტად დასახლებული შტატი კალიფორნიაა – იქ 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ნოემბერში, ამ 40 მილიონიდან 62%-მა ხმა ჰილარი კლინტონს მისცა. კოლუმბიაში, სადაც ძირითადად აფროამერიკელები ცხოვრობენ, კლინტონმა ხმების 91% აიღო, ჰავაიში კი – 63%.
უახლოეს მომავალში კოლეგიის გაუქმების შანსი არ არსებობს. ამისთვის აშშ-ის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაა საჭირო, რომელზეც თანხმობა ორივე პალატის ორმა მესამედმა, ასევე, 38-მა შტატმა უნდა განაცხადოს. პირველი ნაკლებად სავარაუდოა, მეორე კი, პრაქტიკულად, გამორიცხული, რადგან ვაიომინგის სიდიდის შტატები,, სადაც 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენას არ მოინდომებენ და თავიანთი ხმებისთვის იბრძოლებენ. კოლეგიაში გასამარჯვებლად 270 ხმაა საჭირო. ტრამპს 306 ხმა აქვს, კლინტონს კი – 232.
ქვეყანაში დაიწყო მასობრივი კომპანია, რომ კოლეგიის ამომრჩევლები „არაერთგული“ გახადონ და მათ ხმა კლინტონს მისცენ. ლიბერალურმა საიტმა – Politico კოლეგიის წევრთა სრული სია გამოაქვეყნა. შაბათს კი სტატია დაბეჭდა, სადაც საუბარია, რომ კოლეგიის წევრები მათ მიმართ გამოთქმულ ათობით ათასობით მუქარაზე ჩივიან. ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ 200 ათასი მაილი მიიღო.


„წარმოდგენა არ მქონდა, რომ შესაძლებელია ამდაგვარი ძალადობა მოხდეს ადამიანზე, – განაცხადა კოლეგიის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯიმ როუდსმა.
აშშ-ში მიეჩვივნენ, რომ ამომრჩევლების კოლეგია, უბრალოდ, ელექტორატის არჩევანს იზიარებს და ის ნოემბრის არჩევნებამდე არავის გახსენებია. დემოკრატებს განსაკუთრებული იმედი არ აქვთ, მაგრამ მათთვის სასურველი იქნებოდა, ტრამპს იმაზე 37 ხმით ნაკლები მიეღო, ვიდრე აქვს, ამ შემთხვევაში, ტრამპის ხმათა რაოდენობა 269, ანუ ერთით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე გამარჯვებისთვისაა საჭირო. კლინტონსაც არ ექნებოდა ხმათა საკმარისი რაოდენობა, მაგრამ საქმე წარმომადგენლობით პალატაში გადავიდოდა, სადაც ბევრი რესპუბლიკელია, რომელიც ხმას სავარაუდოდ, ტრამპს მისცემდა, თუმცა, ოპტიმისტები ვარაუდობენ, რომ პალატა ხმას მისცემს ყველა სხვა დანარჩენს, მაგრამ არა – ტრამპს.
არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომ კლინტონი კოლეგიის წევრებს სთხოვს, ხმა ბუშს მისცენ, ამით კი, დამატებით 38 ამომრჩეველი-რესპუბლიკელის ხმის მიღებაა შესაძლებელი. თუკი ბუში ხმათა საკმარის რაოდენობას მიიღებს, ტრამპიზმი გაქრება.
მომხადებულია BBC-ის მიხედვით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 19, 2016 18:11