დღეს ტრამპ-კლინტონის ბოლო ,,დუელი,, გაიმართება

14808884_660011457492378_1005708547_oაშშ-ს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი, დღეს 19 ოქტომბერს, საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონის ბოლო ტელედებატებში მიიღებენ მონაწილეობას.
ტელედებატებში, რომელიც ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართება, ექსპერტების ვარაუდით დონალდ ტრამპი შეუტევს ჰილარი კლინტონს… ხოლო კლინტონი უფრო ფრთხილი იქნება დისკუსიის დროს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი გამუდმებით უმტკიცებს საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ებრძვის კლინტონის პოლიტიკურ მანქანას და არაობიექტურ მედიას… ,,ეს არის თაღლითური სისტემა, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ,, აცხადებს ტრამპი.
ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგად, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დემოკრატ ჰილარი კლინტონს რეიტინგში 6%-თ ჩამორჩება.

banner
წინა სტატიაში“ჯობს იყო ხმა წარსულიდან, ვიდრე დღევანდელობიდან, მაგრამ იყო ივანიშვილის საინფორმაციო ღრუ და მევალე”
შემდეგი სტატიაუზბეკეთში ვერტმფრენის ჩამოვარდას 9 ადამიანი ემსხვერპლა