დღეს თურქეთში აფეთქებას ოთხი ძალოვანი ემსხვერპლა

დღეს თურქეთში აფეთქებას ოთხი ძალოვანი ემსხვერპლა

სამი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი ემსხვერპლა სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში დღეს მომხდარ აფეთქებას – თურქული მედია წერს. აფეთქება თურქულ პროვინცია მარდინთან მოხდა, ფირატის რაიონში. ბოევიკებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მაშინ მოიყვანეს, როცა მათ გვერდით ბრონეტექნიკამ ჩაუარა – თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
მეორე აფეთქება დუდჟლის რაიონში მოხდა, რომელსაც ერთი პოლიციელი ემსხვერპლა. 7 ძალოვანი ჰოსპიტალიზირებულია.
ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია არც ერთ დაჯგუფებას.

banner
წინა სტატიაშისიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში
შემდეგი სტატია(VIDEO)სუხიშვილების პროტესტი და ნედეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან