დღეს თურქეთში 700-ზე მეტი პირი დააპატიმრეს

სამშაბათს, 12 თებერვალს საზოგადოებრივი რეიდების დროს, დაჯგუფება FETO-სთან კავშირების ბრალდებით, რომელსაც 2016 წელს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა ედება ბრალად, 729 ადამიანი დააპატიმრეს. ანკარას პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 75 პროვინციაში 1112 ადამიანის დაპატიმრების შესახებ ორდერი გასცა. პროკურატურის განცხადებით, სიაში მყოფი პირებიდან 130 პოლიციის თანამშრომელია.

სულ 2016 წლიდან ათობით ათასი ადამიანი დააპატიმრეს ფეტხულა გიულენთან კავშირის ბრალდებით. სამსახურებიდან კი 100 ათასზე მეტი პირი დაითხოვეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიტ გიულმა იანვარში თქვა, რომ 31 088 ადამიანი სამშობლოს ღალატის ბრალდებით იხდის სასჯელს.

banner
წინა სტატიაშიბაჰამის კუნძულებზე მოდელს ღორმა უკბინა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაანა აბაშიძე: ინიციატივები, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ გვესმის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პროგრესულია