,,დღეს თუ არა ხვალ მივუჩენ ბინძურ პოლიტიკოსებს თავიანთ ადგილს”

“დამიჭირონ, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! დღეს თუ არა ხვალ მივუჩენ ბინძურ პოლიტიკოსებს თავიანთ ადგილს,” – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს დეპუტატმა და შეწყალების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალეკო ელისაშვილმა, გააკეთა.

ელისაშვილი ამბობს, რომ არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს.

“მე ვარ ერთი მართალი მოქალაქე და ვცდილობ, ჩემი სიმართლე მთელ სახელმწიფოს მარტო დაპირისპირებულმა დავუმტკიცო. ქართული ოცნება ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. ისე მიჰყავთ საქმე, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. დღეს არ იქნება? ერთ თვეში არ იქნება? დამიჭირონ, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! ეგრე ბევრი ადამიანი ჰყავდათ ციხეში ჩასმული. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, არც ფული მაქვს და არც არავის შევთავაზებ ჩემს გათავისუფლებას. 3 თუ 5 წლის მერე იქნება, აუცილებლად ყველაფერს თავის სახელს დავარმქვ. ისე არ მოვკვდები, რომ ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვა მაგათ ჯინაზე, რომ მაგათ დღეს თუ არა ხვალ თავიანთი ადგილები მივუჩინო. ნაბიჯს არ დავიხევ უკან. რომ ჩამაპლპონ, მაინც დავამტკიცებ. ბინძური პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ პატიმრების გამოშვებაში. მათ ეგონათ, რომ მე ერთი არიფი ბიჭი ვიყავი, რომ, თუ წარბს ამიწევდნენ და ამ კორუფციულ სქემას ცხვირწინ დავუდებდი. ვერ მივართვი,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – უკან არ დავიხევ, არავის არაფერს შევარჩენ, არ მეშინია
შემდეგი სტატიაუკან არ დავიხევ, არ მეშინია ელისაშვილი ,,არჩევანში” – სრული ვერსია (ვიდეო)