დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

ჩვენების მიცემის იძულებაში​ გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს ადანაშაულებენ. ის დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ხმაურიან საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი შეიყვანეს
შემდეგი სტატიაგურიაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა