დღეს თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 26 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად “სხვადასხვა სამუშაოებს” ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გელოვანის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის და სიხარულის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, მაღალაშვილის, ქუთათელაძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, ჩხეიძის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, საქსოფლმშენის დასახლების და გოკიელის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, ბათუმის, თევდორე მღვდლის, სანაპიროს, ფარეხის, კარალეთის და გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ), გრიშაშვილის, ფირდოუსის და ბააზოვის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის, გუდამაყრის, მუხრანის, ტიბაანის და გარეჯელის ქუჩების მოსახლეობას.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის, ტოვსტონოგოვის და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფელ დიზთან მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია