დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება

დღეს, 8 აგვისტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.

“ყველა ის ინფორმაცია, რაც მობილურთანაა დაკავშირებული, ყველაფერი შემოწმებული იქნება და დავაკვირდები, როგორ ჩატარდება ეს პროცედურები, რა ინფორმაცია იქნება ამოღებული და ვნახოთ, შემდეგ კიდევ რასთან გვექნება საქმე. ისევ და ისევ იმ კითხვის ნიშნების, ახალი ჯაჭვისებური მანიპულირება იქნება, ყველაფერი იქნება იმისკენ სწრაფვა, რომ საზოგადოებაში კი არა, ოჯახის წევრებს დარჩეს იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, თუ იქნება ერთხელ და სამუდამოდ იმისკენ სწაფვა, რომ ყველაფერი იყოს ობიექტურად.

რაც შეეხება ლეპტოპს, ამის მიმართ არის უნდობლობა და ამისთვის ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და ველოდებით როგორ განხორციელდება FBI-ის მიმართ და სასამართლო განჩინების თანახმად ჩართულობა და რა შინაარსობრივი ინფორმაცია იქნება გამოთხოვილი”. – ამბობს რამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს
შემდეგი სტატიაკალაძე: ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ