დღეს სპეცრეისით თბილისი-ლარნაკა-თბილისი საქართაველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

დღეს სპეცრეისით თბილისი-ლარნაკა-თბილისი საქართაველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან. რეისს ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს.

ცნობისთვის, ჩარტერული რეისებით საქართველოში უკვე დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე.

ამასთან, დაგეგმილია შემდეგი სპეცრეისები: 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი – პარიზი-თბილისი,18 აპრილი – თელავივი-თბილისი, 21 აპრილი – რომი-თბილისი, 24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილი – ვარშავა-თბილისი.

აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ოცდაოთხ საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა