დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 2 აპრილს სომხეთში საპარალმენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს პირველი არჩევნებია 2015 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომლის თანახმადაც, ქვეყანა საპრეზიდენტოდან მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადადის, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდება. ექსპერტები თვლიან, რომ აღნიშნული არჩევნები ბევრს არაფერს შეცვლის, მათი თქმით, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს მმართველი პარტია, რაც სერიოზულ ცვლილებებს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაში არ მოიტანს – გუშინ “დოიჩე ველემ” გაავრცელა.
დღევანდელი კენჭისყრა გადაწყვეტს არა მხოლოდ მომავალი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობას, არამედ იმას, თუ ვინ გახდება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი, რადგანაც მოქმედ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს საპრეზიდენტო ვადა 2018 წელს ეწურება, ქვეყნის მეთაურს კი პარლამენტი აარჩევს -წერს “ბიბისი”.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 2,5 მილიონი ამომრჩეველია.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ციხეებში ექსტრემიზმთან სპეცაგენტები იბრძოლებენ
შემდეგი სტატიასომხეთის პრეზიდენტს ხმის მიცემის დროს პრობლემები შეექმნა