(video) დღეს სოხუმში არაღიარებული რესპუბლიკების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

დღეს სოხუმში ConIFA-ს (დამოუკიდებელ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაცია) ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო – ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია 28 მაისს გაიმართა. მას დაახლოებით 5 ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა.
არაღიარებული რესპუბლიკების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს.
ჩემპიონატი 5 ივნისს დაიხურება.

https://youtu.be/jZdx-FktRfM

banner
წინა სტატიაშითსუ-ის ხელმძღვანელობა – უნივერსიტეტში ვითარება კანონიერ ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს
შემდეგი სტატიაელექტრომაგნიტური რელსური ქვემეხი მომავლის იარაღად სახელდება