,,დღეს სხვა დროა საქართველოში და პროკურატურა არც მე და არც სხვას არაფერს უთანხმებს”

დღეს სხვა დროა საქართველოში და პროკურატურა არც მე და არც სხვას არაფერს უთანხმებს, – ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის კითხვას, მამუკა ხაზრაძის საკითხზე ჰქონდა თუ არა კონსულტაციები პროკურატურასთან.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ბანკის მეწილეობა, არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან.

„სხვა დროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცე-პრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც, პროკურატურა მე არ მითანხმებს და ასევე არავის სხვას არ უთანხმებს. შესაბამისად, იყო თუ არა წინასწარი კონსულტაციები ჩემთან ან ნებისმიერ მინისტრთან იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა აპირებს დაუსვას კითხვა მამუკა ხაზარაძეს და შეიძლება თუ არა? – სხვა დროა დღეს საქართველოში და ასე არ ხდება. არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი თანამდებობა, არც ერთი ბანკის მეწილეობა, არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისაგან და ვერავის ვერ დაიცავს იმ პასუხისმგებლობისგან, რაც შეიძლება ამ კითხვებს მოყვებოდეს. ამ შემთხვევაში მეც გულწრფელად ვისურვებდი, რომ ასეთი კითხვები არ არსებობდეს საერთოდ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური – სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორების რაოდენობა ექვსჯერ შემცირდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ეტიკეტზე სხვას ელაპარაკება და თვითონ პიანისტს პირდაპირ ეთერში უვარდება