დღეს საუბარია იმაზე, რომ თურმე, დემოკრატია ძვირი უჯდება სახელმწიფოს – გიორგი მარგველაშვილი

„დემოკრატიის გაღრმავება ნიშნავს თვითმმართველობის გაღრმავებას,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, ტრივიალური ჭეშმარიტებაა ის საკითხი, რომ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელი შეეწყოს. პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეებს საკუთარი ქალაქის მართვაში მეტი მონაწილეობის მიღება უნდა შეეძლოს.

„დღეს საუბარია იმის თაობაზე, რომ, თურმე, თვითმმართველობა, ანუ დემოკრატია, ანუ მეტი ჩართულობა ხალხისა, თურმე, ძვირი უჯდება სახელმწიფოს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის რეფორმის კანონპროექტზე მის მიერ ვეტოს დადების თაობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა, პრეზიდენტი ამბობს, რომ თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს დაშორებულია.

გიორგი მარგველაშვილმა მასსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრა. პრეზიდენტი ამბობს, რომ აღარ სურს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება და კობახიძესთან დისკუსიაში შესვლა, რადგან როგორც მარგველაშვილი აცხადებს მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ეს ფორმატი “ამოწურა”.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში უზენაესი არის ხალხის აზრი და თუ ხალხი თვლის, რომ მას უნდა ჰყავდეს არჩეული პრეზიდენტი, ეს ასეც უნდა იყოს.

მარგველაშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყანაში მსჯელობა მიდის ტრივიალურ ჭეშმარიტებაზე და საბოლოოდ პოლიტიკოსებმა სიტყვათა მნიშვნელობის გარკვევა დაიწყეს, მაგალითად რას ნიშნავს კონსესუსი ანდა იმედგაცრუება.

„6 თვე ვსვამთ კითხვას,- ორჯერ ორი ოთხია თუ ხუთი,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე რისი გაკეთება შეძლო მან პრეზიდენტობისას მარგველაშვილი პასუხობს : „ბევრად მეტი მინდოდა, რომ გამაკეთებინა… და მე ვცხოვრობ ამ სიმძიმით.”

https://youtu.be/hO2odMbdlUU

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი მარგველაშვილი: არასდროს ჩვენ არ შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს
შემდეგი სტატია2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების თარიღი მისი გადაწყვეტილება არ იყო