„დღეს საქართველოში ზღვარი უკეთესი ხვალინდელი დღისა და ოლიგარქიული წესწყობილებისა გადის რუსთავი 2-ზე“ – ნიკა მელია

რუსთავი2-ის შენობასთან ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ, რომლებმაც რ2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ნიკა მელიას თქმით ენმ 14:00 საათზე საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს, შეთანხმების შემთხვევაში კი ამ სამოქმედო გეგმას 15:00 საათზე გააჟღერებენ.
„დღეს საქართველოში ზღვარი უკეთეს მომავალსა და ოლიგარქიულ წეს-წყობილებას შორის რუსთავი2-ზე გადის. ნაციონალურმა მოძროაბამ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა 14:00 საათზე გვექნება კონსულტაციები საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან და ნებისმიერ პარტიასთან, რომელიც მზადაა ამ ქვეყანაში მოშალოს ოლიგარქიული წესწყობილება და არ დაუშვას რომ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი ეკუთვნოდეს ერთ მდიდარ ადამიანს- ბიძინა ივანიშვილს, ეს არაა ერთი-ორი პოლიტიკური ძალის პრობლემა, „რუსთავი2“ უფრო მეტია ვიდრე ერთი დიდი მედია ორგანიზაცია, ესაა ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც არაა ბიძინა ივანიშვილის კონტროლქვეშ. რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან გამოჩნდა, რომ საზოგადოება არაა მზად მიიღოს ერთი პირის დიქტატი, არაა მზად დამცირებისათვის და ბუნებრივია ამ საზოგადოების წევრები არიან არა მარტო ენმ-ს არამედ სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრები.“- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია
შემდეგი სტატიაზუგდიდში ტელე-რადიო კომპანია “ოდიშთან” რუსთავი 2-ისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს