დღეს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

18 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (20-25 მ/წმ).

19-20 იანვარს გავრცელებას იწყებს ხმელთაშუაზღვის ციკლონთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 19 იანვარს იქნება +9, +14 გრადუსის ფარგლებში, ხოლო 20 იანვარს დაიკლებს +3, +8 გრადუსამდე.

21 იანვარს გამოიდარებს. 22-24 იანვარს კვლავ მოსალოდნელია შედარებით ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა კუჭავას მეუღლე გამორიცხავს, რომ მისმა მეუღლემ ვახტანგ ქირია მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს საერთო სასამართლოები მომზადებული შეხვდებიან