დღეს საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ნივთების გამოტანის შესაძლებლობა მისცეს