დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

12:00 საათზე სამედიცინო დაწესებულებების წინ 5 წუთის განმავლობაში, ყველა ერთად დგომით, პროტესტს გამოხატავს საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების გამო.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს გორის საუნივერსიტეტო კლინიკის, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს და ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალი.

„თეთრი ხალათების“ აქციას ქუთაისელი ექიმებიც შეუერთდებიან. კლინიკების ეზოებში სამედიცინო პერსონალი შეიკრიბება და კოლეგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გააპროტესტებენ.

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ