დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

„ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმოართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა. სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოაცაა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო.“ – ნათქვამია ჰერალდიკის საბჭო განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიას განცხადება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის ვირუსი გავრცელდა