,,დღეს საქართველოს ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან”

“ამას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი”, – ასე აფასებს ტელეკომანია საქართველოს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

“მას შემდეგ რაც გამოვიდა გადაწყვეტილება განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილების გამოსატანად თამაზ ურთმელიძეს უნდა გეუქმებინა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებისა, რომელიც კანონმდებლობის საფუძველშია, ეს ურთმელიძემ უკვე გააკეთა. დღეს ჩვენ ვხედავთ შემდეგ ნაბიჯს – მოსამართლემ გამოიგონა ახალი კანონები, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით. ის, რაც დღეს გააკეთა თამაზ ურთმელიზემ, არ ემყარება არცერთ კანონს. მე პირადად აღარ ვარ რუსთავი 2-ის ადვოკატი, არ ვარ ყარამანიშვილების ადვოკატი, მე ვარ ადვოკატი, ერთი უბრალო ადვოკატი, რომელიც ვიცავ საქართველოს მომავალს იმისთვის, რომ არ დამყარდეს ქვეყანაში დიქტატურა. დღეს ამ ქვეყანში თამაზ ურთმელიძე, რომელმაც საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი და ის ციხეში გაატარებს ძალიან ბვევრ წელს, მე ამას მას ვპირდები, მე ვიცავ ჩემი, თქვენი და ჩვენი, ყველას მომავალს. დღეს საქართველოს ხელისუფლება მთლიანად გასულია სამართლებრივი სივრციდან, რაც თამაზ ურთმელიძემ გააკეთა, ამას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი”, – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

banner
წინა სტატიაშირას ურჩევს გია ყარამანიშვილი მოსამართლე ურთმელიძეს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე:სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!