გიორგი კანდელაკი: დღეს საქართველოს ყავს 5 პოლიტპატიმრით მეტი

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ე.წ კაბელების საქმეზე დაპატიმრებული ადამიანები პოლიტპატიმრები არიან. კანდელაკის თქმით დღეს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ როგორ ებრძვის ბიძინა ივანიშვილი პროდასავლურ ძალებს:
„დღეს საქართველოს ყავს 5 პოლიტპატიმრით მეტი, იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებას რაიმე დაპირება შეესრულებინათ, ვიღებთ იმას რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან შორს წავიდა ქვეყნის ნგრევაში, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ აღარ უნდა დარჩეს ეს ძალა ხელისუფლებაში.

ძნელია ბიძინა ივანიშვილის ტვინში ჩაიხედო. ალასანიას ადვოკატად არ გამოვდგები და არც სურვილი მაქვს მაგრამ ნათელია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ემტერება პროდასავლურ ძალებს, პირელ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანიას გუნდსაც და ეფერება პრორუსულ ძალებს“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდათ, მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განისაზღვრა.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე: თამაზ ურთმელიძეს ვადა ამოეწურა და აჟიოტაჟის ატეხვის საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატიაერთი აშშ დოლარი 2.2003 ლარია