დღეს საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები დუნკან ჰანტერი და მარკ სენფორდი ეწვევიან

დღეს საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები დუნკან ჰანტერი და მარკ სენფორდი ეწვევიან. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კონგრესმენები პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდებიან.

”ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს, ასევე თბილისში გამართული შეხვედრებისას საუბარი შეეხება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ა.შ.”, – განმარტავენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: საქართველოს მთავრობა ძველებურად სირაქლემის პოზაშია ჩაყუდებული
შემდეგი სტატიაგამოვლენილია დიდი რაოდენობით ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი