დღეს საქართველო უფრო ახლოსაა NATO-სთან, ვიდრე ოდესმე იყო – აპატურაი

ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, ეს მნიშვნლოვანია ნატოში ინტეგრაციისთვის – ამის შესახებ თბილისში მყოფმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დღეს ოფიციალურ ვიზიტებს გამართავს.

“ახალხანს იყო ნატოს სამიტი და ამ სამიტიდან გამომდინარე ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებაში, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს და მეტი უსაფრთხოება იყოს შავი ზღვის რეგიონში. […]

მიხიარა, რომ პარტიების უმეტესობა პარლამენტშია და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონრიებს, ასევე აშშ-ს ელჩი დიდ როლს ასრულებს სასამარტლო რეფორმის საკითხში და აქაც პროგრესია. საერთო ჯამში, თუ ჩემს აქ მოღვაწეობის ისტორიას გადავხედავ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ნატოსთან ვიდრე ოდესმე იყო. დღეს უფრო მეტი ნატოა საქართველოში და უფრო მეტი საქართველოა ნატოში”, – თქვა ჯეიმს აპატურამი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქსტატი – ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 9.9 პროცენტი შეადგინა