დღეს საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გაგრძელდება

დღეს, 2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გაგრძელდება.

პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება. ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელია, მეორე კი “ინტერმედია+”-ის ყოფილი თანამშრომელი.

ადვოკატის თქმით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და ნიკა გვარამიას უდანაშაულობა დღევანდელი მოწმეების ჩვენებებითაც დადასტურდება.

“ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნის საქმეზე სასამართლოს სხდომა გაგრძელდება. სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ, ორი მოწმე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით. რეალურად, ეს ადამიანები არიან ბრალდების მხარის მოწმეები, თუმცა, დარწმუნებული ვართ, დღევანდელი სასამართლო სხდომებიდანაც, ისევე როგორც წინა სხდომებზე ხდებოდა, მოწმეთა მიერ მიწოდებული ჩვენებებით დადასტურდება არა ნიკა გვარამიას ბრალეულობა, არამედ ის ფაქტი, რომ ის უსაფუძვლოდ იდევნება პროკურატურის მხრიდან პოლიტიკური მოტივაციით. რეალურად, სწორედ ნიკა გავრამიას დირექტორობის პერიოდში იყო რუსთავი 2 ყველაზე რეიტინგული და მაღალშემოსავლიანი ტელევიზია”, – ამბობს, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ვვარაუდობ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართება
შემდეგი სტატიაზურაბ ბატიაშვილი – სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია