დღეს საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უსაფრთხოების გაზრდილი ზომების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ხუთშაბათს ელისეის მინდვრებზე პოლიციელზე თავდასხმის გამო შემოიღეს. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქვეყანაში 50 ათასი პოლიციელი და 7 ათასი სამხედროა მობილიზებული. პრეზიდენტის სავარძლისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. ძირითადი პრეტენდენტია ოთხი კანდიჯდატი, რომლებიც რადიკალურად განსხვავაბულ პოლიტიკურ მხარეებს წარმოადგენენ – ულტრამემარჯვენეებიდან ულტრამემარცხენეებამდე.
სავარაუდოდ, ვერც ერთი მათგანი შეძლებს 50%-ზე მეტის აღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიმართება მეორე ტური, რომელიც უკვე ჩანიშნულია 7 მაისს. მასში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, რომლებიც დღეს მოაგროვებენ ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას.

საარჩევნო უბნები დილით 8 საათზე გაიხსნა და 20.00 საათზე (საქართველოს დროით 22.00 საათზე) დაიხურება.
პირველ ეგზიტპოლებს უკვე ელოდებიან.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების უზურპაცია”-კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა სხდომამდე ერთი დღით ადრე შეცვალა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეა ავსტრალიას ატომური დარტყმით ემუქრება