დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ განხილვის მთავარი თემა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები იქნება. სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული და მას დიდი ალბათობით პარტიის თავმჯომდარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. სხდომას დაესწრება პრემიერი კვირიკაშვილიც.
“ჯერჯერობით არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. მე იმედი მაქვს, რომ ამ დღეებში კონსულტაციები დაიწყება ამ თემაზე. რაც შეეხება ზოგადად სამთავრობო ცვლილებებს, არც ესე ყოფილა ნათქვამი, რომ რაიმე სამთავრობო ცვლილებებზე მიდის საუბარი, მაგრამ შეხვედრები, რომლებიც არის დაანონსებული, იმ შეხვედრებზე იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტს გავიგებთ…თუ ჩავატარებთ უმრავლესობის შეხევდრას, ამ შეხვედრაზე იქნება ცნობილი იგეგმება თუ არა რაიმე” აცხადებს უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკუპრავას თავს დაესხნენ და იძულების წესით ამოიყვანეს, ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა – ადვოკატი ნესტან ლონდარიძე
შემდეგი სტატია(Video) ყაზბეგში ჯიხვების ფარა დააფიქსირეს