დღეს სამტრედიის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაიკეტება

დღეს, 15:00-დან 21:00 საათამდე დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

როგორც ”თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება.
საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშითუ კალაძისთვის ეს პროცესი არის სამადლო ლუკმის გადმოგდება, შეუძლია თავისთვის დაიტოვოს
შემდეგი სტატიანინო ჩხობაძე მთავრობას კარანტინის გამოცხადებას სთხოვს