დღეს სამოქალაქო აქტივისტები ოლიგარქის სასახლესთან აქციას გამართავენ

დღეს, 12 საათზე ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას გამართავენ.

კარვების ქალაქის პირველი აქცია სწორედ არაფორმალური მმართველის სოლოლაკის რეზიდენციიდან იწყება.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და პოლიტიკურ პროცესებს ის ისევ არაფორმალურად – კულისებიდან მართავს. ამიტომაც პირველი გაჩერება ოლიგარქის შუშის სასახლე იქნება.

“გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში მთავარი საკითხი, რაც პრობლემას წარმოაჩენს ეს არის ბიძინა ივანიშვილი და არავინ სხვა. არსად ის არ წასულა, ის არის, ის მართავს პროცესებს – მავნებლურ პროცესებს საქართველოსთვის და ჩვენ არამარტო თბილისში, მის რეზიდენციასთან, არამედ სხვა ქალაქებში სადაც ის იმყოფება ყველგან მივალთ და ყველგან შევაწუხებთ. ყველას შევახსენებთ, რომ ის საქართველოში უნდა დასრულდეს”, – ამბობს მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, კახა კვეკვესკირი

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება
შემდეგი სტატიაოპოზიცია შარლ მიშელის ვიზიტზე – “ვერც ერთი ენა ვერ შეაგნებინეს “ოცნებას” და ჩამოვიდნენ”