“დღეს საგადასახადო სამსახური ინვენტარიზაციით შევიდა ოპოზიციური არხების რეიტინგების მთვლელ კომპანიაში”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დღეს საგადასახადო სამსახური ოპოზიციური არხების რეიტინგების მთვლელ კომპანიაში შევიდა. მისი თქმით, სამსახურმა ინვენტარის, ანუ ფიფლმეტრების განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა მოითხოვა.

“სერიიდან “უცნაური დამთხვევები”.

დღეს საგადასახადო სამსახური ინვენტარიზაციით შევიდა ოპოზიციური არხების რეიტინგების მთვლელ კომპანიაში. ანუ, მოითხოვა ინვენტარის, ანუ ფიფლმეტრების განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა.

რომ იცოდეთ ეს რას ნიშნავს – სრულიად გასაიდუმლოებულია ეს ბაზა ყველგან და ყოველთვის. მისი გახსნა ნიშნავს რეიტინგებით მანიპულირების შეუზღუდავ შესაძლებლობას, შესაბამისად, ჩვენი შემოსავლებისთვის აუცილებელი მონაცემის გაყალბებას. ცხადია, არა ჩვენს სასარგებლოდ”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ივლისისთვის
შემდეგი სტატიაიოსელიანი ჯაფარიძეზე: ფიზიკურად პარლამენტში არ მინახავს