დღეს სააკაშვილისგან მოისმენენ „მხოლოდ სურვილებს“ და არა კონკრეტულ გეგმას – სარჯველაძე

არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ გეგმებს, სავარაუდოდ, ჩვენ მოვისმენთ მხოლოდ სურვილებს, – ასე აფასებს ”ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე ინფორმაციას, რომლის თანახმად, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

მისივე თქმით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა მოწოდებებით ცალკეული ადამიანები საკუთარ პოლიტიკურ გუნდში ან მომხრეებში აიყოლიოს, თუმცა ,,დესტრუქციული გეგმების განხორციელების პერსპექტივა საქართველოში არ იქნება”.

„სავარაუდოდ ვიხილავთ სურვილებს, რლმელიც დესტრუქციული გეგმის განხორციელებას ეხება. ამას არაფერი საერთო არ ექნება კონკრეტულ გეგმასთან, შესაძლოა აიყოლიონ ცალკეული ადამიანები საკუთარ პოლიტიკურ გუნდში ან მომხრეებში. რეალურად, ამას არაფერი ექნება გეგმასთან საერთო, ვინაიდან არავითარი დესტრუქციული გეგმების განხორციელების პერსპექტივა საქართველოში არ იქნება”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება
შემდეგი სტატიადღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება