დღეს რუსეთმა ალეპო ისევ დაბომბა

613 ოქტომბერს რუსეთისა და სირიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა სირიის ქალაქი ალეპო ისევ დაბომბეს. როგორც იტყობინებიან, 20-ზე მეტი ავიადარტყმა განხორციელდა ქალაქის დასავლეთ ნაწილში. დაღუპულია შვიდი სამოქალაქო პირი.
მინიმუმ 358 ადამიანია დაღუპული 19 სექტემბრის შემდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად.
დღეს რუსეთის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა სერგეი რუდსკმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობა ყველა შეიარაღებულ პირს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს, თუკი ისინი გადაწყვეტენ ალეპოდან სპეციალური კორიდორით გამოვიდნენ. მან თქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება მიმდინარე მომენტში შეუძლებელია, რადგანაც ადრე გახსნილი ჰუმანიტარული კორიდორები დანაღმულია, ასევე, არსებობს იმის ალბათობა, რომ თუკი მოქალაქეები დატოვებენ ქალაქს, მათ ბოევიკები დახოცავენ.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს გაეროში სირიის საკითხებზე სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან მისტურამ შეიარაღებულ დაჯგუფება “ფრონტ ან-ნურსას” თხოვნით მიმართა ალეპო დატოვონ, რომ ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა გახდეს შესაძლებელი, და ასევე შეწყდეს ქალაქის დაბომბვა.
მისი თქმით, ქალაქში სულ 900-მდე ბოევიკია და სიგიჟეა ავიაშეტევები,რომელსაც რუსეთი და სირიის არმია ანხორციელებს თითქმის ყოველდღე.
სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის პოლიტიკის გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მომავალ კვირას განიხილავს.

banner
წინა სტატიაში“დიადი მაცთუნებელი”. საფრანგეთში ფრანსუა მიტერანის საყვარლისადმი მიწერილი წერილები გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიადიტერ ბოდენი: “აფხაზები ევროპელები არიან”