დღეს რომის პაპი 80 წლის გახდა

რომის პაპის აზრით გამოხატვის თავისუფლებასაც საზღვარი აქვს

დღეს, 18 დეკემბერს რომის პაპ ფრანცისკეს, რომელიც პირველი პაპია ლათინური ამერიკიდან, 80 წელი შეუსრულდა. ეს ის ასაკია, როცა კარდინალები, რომლებიც პაპს ირჩევენ, ხმის უფლებას კარგავენ.
პაპს უკვე ნებისმიერ დროს შეუძლია გადადგეს ისევე, როგორც მანამდე ბენედიქტ XVI-მ გააკეთა თავის 89 წლის ასაკში.
პაპის ახალი ბრძანების მიხედვით, ეკლესიის ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ვატიკანში მუშაობს, 80 წლის ასაკში ავტომატურად კარგავს სამუშაოს, თუმცა, ეს პაპზე არ ვრცელდება. მიუხევადად იმისა, რომ მან ადრე მინიშნებით თქვა, რომ მისი ვატიკანში მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელდება, ასე ჩანს, რომ ვატინაკში დაწყებული ბიუროკრატიული სისტემების რეფორმები, ეკლესიის მეთაურად მის ყოფნას კიდევ მოითხოვენ – “ბიბისი” წერს.
რომის პაპის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდობაში მან ცალი ფილტვი დაკარგა ავადმყოფობის შემდეგ. მას, ასევე, რადიკულიტი აწუხებს, მაგრამ პაპი ფრანცისკი ყოველთვის ჯანმრთელად და სიცოცხლით სავსედ გამოიყურება. ის იშვიათად იღებს გამოსასვლელ დღეებს, მათ შორის, არ სარგებლობს გრძელვადიანი დასვენების დღეებით, რომელიც ხშირად არის ვატიკანში.

banner
წინა სტატიაშილონდონმა უკრაინელი სამხედროების სწავლების პროგრამა გააგრძელა
შემდეგი სტატიასაქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად მოთხილამურე პატრული დაიცავს