დღეს რომ გიყურებდით ტრიბუნაზე თქვენ მსხვერპლი აღარ იყავით, ჯალათი იყავით – ჭიაბერაშვილი გვენეტაძეს

TBC ბანკის საქმე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დეპუტატებს ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ საქმესთან მიმართებაში ჰქონდათ.

საპარლამენტო ოპოზიცია კობა გვენეტაძისგან მოითხოვდა დაემტკიცებინა, რომ ის TBC ბანკთან მიმართებაში დამოუკიდებლად მოქმედებდა და საქმე პოლიტიკური არ იყო. გვენეტაძის განცხადებებმა ოპოზიციისგან კიდევ უფრო მეტი კრიტიკა გამოიწვია. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მას ჯალათი უწოდა. ჭიაბერაშვილის თქმით, საპარლამენტო ტრიბუნიდან კობა გვენეტაძე ფაქტებს შეგნებულად ამახინჯებს.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მსხვერპლი არის-მეთქი, ვხედავდი, რა თქვენს აკანკალებულ ხელებს და გაწითლებულ სახეს. მაგრამ დღეს რომ გიყურებდით ტრიბუნაზე, თქვენ უკვე მსხვერპლი აღარ იყავით ჯალათი იყავით,რომელიც ფაქტებს შეგნებულად მცდარად წარმოაჩენდით,“- მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კობა გვენეტაძეს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი აცხადებს, რომ გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტის ჩავარდნა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი – ზვიად გამსახურდიაზე წიგნში დავწერე ის, რაც 90-იან წლებში იყო და არ იყო გააზრებული ისე, როგორც დღეს