მე, დღეს როგორც არასდროს, ამაყი ვარ რუსთავი 2-ის გუნდით

ზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა, რუსთავი 2-ის შენობაში გამართულ ბრიფინგზე საკუთარ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას ხვალ რუსთავი 2-ის გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

„მე მინდა მოგმართოთ როგორც არა ამ არხის ერთ-ერთმა მენეჯერმა, არამედ როგორც რიგითმა ჟურნალისტმა, რომელმაც 14 წელი გაატარა რუსთავი 2-ზე. მე, დღეს როგორც არასდროს, ამაყი ვარ რუსთავი 2-ის გუნდით. გუნდით, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, ეს არხი თავისი მხრებით მოიტანა დღევანდელ დღემდე. მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს იმისთვის, რომ არცერთი ნაბიჯით არხმა ერთ წამს არ დაიხია უკან და ჩვენ ასე ვაპირებთ გაგრძელებას მომავალშიც. მე არ მინდა დავიჯერო, რომ უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში მოიძებნება მოსამართლეების უმრავლესობა ისეთი, რომლებიც ამ ქვეყნის მომავალს ხვალ ხაზს გადაუსვამს. ძალიან რთულია ამის დაჯერება, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება არ არის რუსთავი 2-ის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მომავალს შეეხება. რუსთავი 2 დღეს სამწუხაროდ ისევ გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რუსთავი 2-ს ისევ ჭირდება დაცვა და ეს არის უკვე ბოლო ეტაპი იმ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ქვეყნისათვის,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: რუსთავი2 გადასულია საგანგებო რეჟიმზე, რაშიც იგულისხმება ტელეკომპანიის შიგნიდან გამაგრება
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი ენგურის გასწვრივ გადასასვლელი პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა