,,დღეს რეჟიმთან უკომპრომისობა, ერთადერთი გზაა საკუთარი თავის და ქვეყნის გადასარჩენად, რდგან სახელმწიფოს ღირსებას წარმოადგენს ადამიანის ღირსება”,– წერს მსახიობი ბაჩო ქაჯაია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ,,რუსთავი 2-ის” გადაღებების გამო, გუშინ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, რამაც მსახიობების პროტესტი გამოიწვია.
აღნიშნულის გამო, თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა – მათ შორის არიან ნანკა კალატოზიშვილი, ვასო აბაშიძე, კახა კინწურაშვილი, ეკა დემეტრაძე, დავით ბეშიტაიშვილი…


















