დღეს რესპუბლიკურის ექიმები პრემიერს შეხვდებიან

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით შეხვდებიან.

რიგით მეორე შეხვედრა გუშინ მედიკოსების კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრისას დაიგეგმა.

შეხვედრის შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ კობახიძესა და მდინარაძეს კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არგუმენტები გააცნეს. მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

banner
წინა სტატიაშინიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატია2 წლის განმავლობაში ბელარუსიაში ომის დაგმობისთვის 94 ადამიანი გაასამართლეს