,,დღეს ქართულ ოცნებაში მართვადი ქაოსია”

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, ქართულ ოცნებაში შექმნილ ვითარებას „მართვად ქაოსს“ უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ქართულ ოცნებაში პრაქტიკულად არის მართვადი ქაოსი, რომელიც ხელს აძლევს არაფორმალურ მმართველს, რომ მან უკეთ შეძლოს, როგორც მთავრობის, ასევე საპარლმენტო უმრავლესობის გაკონტროლება,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება ნატოს თემაზე თამაზ მეჭიაურისა და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას,  თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამას “რუსულ თამაშს” და ასეთ განცხადებებს “საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს” უწოდებს.

„ეს არის წმინდა რუსული პროპაგანდა, რომ საქართველოში გააჩინოს შეკითხვები ნატოს მიმართ. მე მინდა, ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, მოდი, ეს კითხვა, გვინდა თუ არა ნატო, ვკითხოთ ჩვენს ქართულ ჯარს,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში,,ბიძინა ივანიშვილი აფერხებს დიდი ინვესტიციების შემოსვლას”
შემდეგი სტატია,,ქართული ოცნების მთვარობამ რუსეთს მოუხსნა დისკომფორტი”