დღეს პრემიერი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს

საქართველოს პრემიერმინისტრი უკვე მესამედ, ამჯერადაც განახლებული შემადგენლობით, პარლამენტის წინაშე დღეს წარსდგება. გიორგი კვირიკაშვილი გუნდთან ერთად საპარლამენტო ფრაქციებს სამთავრობო პროგრამასაც წარუდგენს. უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციასთან შესახვედრად პრემიერმინისტრი პარლამენტში დღის მეორე ნახევარში მივა, მანამდე კი, კაბინეტის წევრები დეპუტატების კითხვებს, დილიდან კომიტეტის ფორმატში უპასუხებენ. მმართველი გუნდის წევრებს შეკითხვები მზად აქვთ, თუმცა უკვე იციან, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს დაუჭერენ. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი რიგგარეშე სესიაზე ხვალ გავა.

მთავრობის ახალ შემადგელობას კითხვებზე პასუხის გაცემა საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დროსაც მოუწევს. ოპოზიცია ამბობს, რომ კვირიკაშვილის კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ. ლარი, ეკონომიკა, კრიმინალი და უსაფრთხო სკოლები – ეს იმ მცირე საკითხთა ჩამონათვალია, რაზეც ოპოზიცია მწვავე კითხვებს ამზადებს. განსხვავებული დღის წესრიგი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. ისინი სტრუქტურული ცვლილებების განხილვას დაესწრებიან, მაგრამ პრემიერ- მინისტრის გადადგომას მოითხოვეენ.

7 დეკემბერს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში რუსეთის საელჩო ნემცოვის ქუჩაზე ,,განათავსეს,,
შემდეგი სტატიადღეს პარლამენტში სემეკის წევრობის კანდიდატების განხილვა იწყება