დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი სრულდება

news
: news დეკემბერი 25, 2015 10:52 განახლებულია

დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი სრულდება

მნიშვნელოვანი

  • 1977 წლის 9 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ილია პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდა, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად იქნა არჩეული. იმავე წლის 25 დეკემბერს მისი ინტრონიზაცია მოხდა.

სხვა სტატიები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ვლადიკავკაზში დაიბადა.

მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს და ყრმას ერეკლე II-ს პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის 22-ე სკოლა დაამთავრა და მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, შემდეგ კი სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში განაგრძო.

1957 წელს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი იეროდიაკვნად იქნა ხელდასხმული, ხოლო 1959 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.

მღვდელ-მონაზონმა ილიამ 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა. მას სთხოვეს, სამეცნიერო მოღვაწეობა გაეგრძელებინა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო ილია სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად დაინიშნა. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აღყვანილი, ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ შემოქმედის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა.

1963-დან 1972 წლამდე იგი მცხეთის სასულიერო სემინარიის – იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის პირველი რექტორი იყო. 1967 წელს ეპისკოპოსი ილია აფხაზეთის ეპარქიაში იქნა გადაყვანილი, 1969 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხში იქნა აღყვანილი.

1977 წლის 9 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ილია პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდა, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად იქნა არჩეული. იმავე წლის 25 დეკემბერს მისი ინტრონიზაცია მოხდა.

პატრიარქს სახელი ილია II მიეკუთვნა.

news
: news დეკემბერი 25, 2015 10:52 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics