დღეს პარლამენტში საგზაო მოძრაობის შესახებ კანონზე იმსჯელებენ

”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ დღეს საკანონმდებლო ორგანოში. საკითხი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გადის.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისიწნებს. დღესვე კანონმდებლები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ცვლილებების თანახმად, დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. მათ შორის ბარებში, რესოტორნებში. აკრძალვა სტადიონებზე 2020 წელს გავრცელდება. კანონპროექტით ასევე გათვალისიწნებულია თამბაქოს ყველა სახის რეკლამის აკრძალვა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას. შეზღუდვები გაყიდვასა და რეკლამის გაუქმებაზე ეტაპობრივად 2018-დან 2020 წლამდე განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერთან დღევანდელ თათბირზე გადაწყდება, რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 3 დღე ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს