დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ილია დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.

ასევე ოპოზიციას აინტერესებს, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების გახსნა, რათა ემიგრანტების ჩართულობა მაქსიმალურად გაიზარდოს.

ილია დარჩიაშვილს საინტერპელაციო კითხვა ხატია დეკანოიძემ, რომან გოცირიძემ, თეონა აქუბარდიამ, როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ, ბაჩუკი ქარდავამ და ნიკა მაჭუტაძემ გაუგზავნეს.

banner
წინა სტატიაშილაზარე გრიგორიადისს გლდანის ციხესთან ღამით დაბადების დღე მიულოცეს
შემდეგი სტატიაევროპული საბჭო – ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას