დღეს პარლამენტში გევენეტაძის მოსმენა გაგრძელდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში დღეს გაგრძელდება.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა შედგება. რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტის მიერ აქტი უკვე ხელმოწერილია.

გვენეტაძე “თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე პარლამენტის წინაშე 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარსდგა, თუმცა მოსმენის დასრულება ვერ მოესწრო.

კობა გვენეტაძესთან დეპუტატებს შეკითხვები „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და ახალი საბანკო რეგულაციების შედეგებთან დაკავშირებით აქვთ.

banner
წინა სტატიაშიხანძარი 300 არაგველზე – ცეცხლი ხის საამქროს გაუჩნდა
შემდეგი სტატიაგამოსაშვები გამოცდების გაუქმებას პარლამენტი დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს