დღეს პარლამენტში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ

26 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტში „რუსთავი2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ.
ისინი დამოუკიდებელ დეპუტატებს ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან.

შეხვედრას ოპოზიციის წევრებიც დაესწრებიან

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანიის მფლობელი კვლავ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა ძალით წართმეული ტელეკომპანია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : საქართველოში არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ, დაიწერონ პოლიტიკური ქულები
შემდეგი სტატიაოქრუაშვილის დაკავება : ოპოზიციური პარტიები დღეს ბრიფინგს გამართავენ