დღეს პარლამენტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყაროს კენჭი

დღეს პარლამენტმა ახალი მთავარი პროკურორი უნდა დაამტკიცოს. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დეპუტატები ფარული კენჭისყრით აირჩევენ. პლენარული სხდომა 12.00 საათისთვის არის დანიშნული.
ირაკლი შოთაძეს პარლამენტში გუშინ კომიტეტების, უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში უსმენდნენ. წინასწარ ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

banner
წინა სტატიაში,,ტერორიზმის საფრთხე არ არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული მიგრაციასთან ან ლტოლვილთა ნაკადთან”
შემდეგი სტატიათურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტები დააკავეს