დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

დღეს, 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პირველი პლენარული სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა. საკანონმდებლო ინიციატივების განხილვამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განაცხადებები გაკეთდება.

4-7 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტსაც, რომლის მიხედვითაც, მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული კომპონენტი ორნაწილიანი ხდება.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, უახლოეს კვირებში პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

რეგლამენტის მე-19 მუხლის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ისმენს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა ახალი რეგლამენტით დაინერგა. პირველად ყოველწლიური ანგარიშით დეპუტატების წინაშე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარსდგა.

გარდა ამისა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. ამის თაობაზე ზუსტი თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის, თუმცა რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა, როგორც წესი, პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატია“ლელო საქართველოსთვის” მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძირებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს