დღეს, ორ ივლისს, 32 წელი შესრულდება ტამიშის ბრძოლებიდან

დღეს, ორ ივლისს, 32 წელი შესრულდება ტამიშის ბრძოლებიდან.

1993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე, დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა.
ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება.

ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია.

შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცემბა შესძლეს დესანტის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი.

სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად „შავნაბადას ბატალიონმა“ და „ავაზამ“ განიცადა. დესანტი რუსეთის დროშებით არ ომობდა, თუმცა დაპირისპირებულ მხარეს დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

თავად აფხაზები ტამიშის დესანტს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად თვლიან. ეს იყო ყურადღების გადამტანი მანევრი, ამით რამდენიმე დღე გზა ჩაკეტეს სოხუმისკენ. მთავარი დარტყმა სოხუმზე მოხდა. შეუტიეს სოფელ შრომას, ეს სოფელი სოხუმს თავზე გადმოჰყურებს.

banner
წინა სტატიაშიპუტინს და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
შემდეგი სტატიასაბა ბრაჭველი: თუ აქამდე ბუღალტერია და ბექლოგი შსს-ს ჰქონდა შეტენილი, ახლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმხილველ შვიდ მოსამართლეს ექნება