5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

დღეს, ომანში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

Reuters-ის ინფორმაციით, ირანი და შეერთებული შტატები დღეს ომანში მოლაპარაკებებს გამართავენ –  განხილვის საკითხი ეირანის ბირთვულ პროგრამაა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და ირანელი მაღალჩინოსნები უკვე ომანის დედაქალაქში, მასკტში არიან.

როგორც გამოცემა წერს, დღის წესრიგთან დაკავშირებული დავა, განსაკუთრებით თეირანის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოება, იმაზე მიუთითებს, რომ პროგრესის მიღწევა რთული იქნება.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, მოლაპარაკებების დროს ირანის ბირთვული პროგრამა, მისი ბალისტიკური რაკეტები, რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა და საკუთარი ხალხის მიმართ მოპყრობა.

ირანმა კი განაცხადა, რომ სურს, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ და აშშ-ის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფმა ომანის დედაქალაქ მასკატში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს მხოლოდ ბირთვული საკითხები განიხილონ.

თეირანის ხელმძღვანელობა კვლავ შეშფოთებულია იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა კვლავ განახორციელოს ირანზე დარტყმის მუქარა.

banner
წინა სტატიაშიგივი მიქანაძე დღეს სამინისტროში თსუ-ისა და სტუ-ის წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიასასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს