დღეს ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში

burjanadze_21“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას კვლევა არ სჭირდებოდა, რადგან მოსახლეობას ხვდება და პირადად იცის, რომ მოსახლეობაში მძიმე ფონია.

ბურჯანაძე “ქართული ოცნების” წევრებს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს და აცხადებს, რომ “დღეს ხელისუფლება ფიქრობს და ზრუნავს მხოლოდ იმაზე, როგორ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა”.

„ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს. დღეს ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში. ილუზიებში ნუ იქნებიან, საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად ვერ აიღებენ. ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ, თუკი უბრალო უმრავლესობას მაინც აიღებენ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “არჩევანის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიპარალელები შევარდნაძის პერიოდთან
შემდეგი სტატიავიცე-სპიკერი მანანა კობახიძე NDI-ს კვლევებს არ ენდობა