დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. იგი საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნეში გამოცხადდა.

ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, წმინდანის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი – IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.

ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – პირველი ივნისი მისი საქართველოში შემოსვლის, 27 იანვარი კი, გარდაცვალების დღეა.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიმართა
შემდეგი სტატიარიკოთის გვირაბთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა