დღეს ნატოს სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ

ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გრძელდება. როგორც გუშინ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის 178-ე სხდომის გახსნაზე გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, დღეს უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართება.

საუბარი შეეხება ორი ქვეყნის, როგორც ნატოს პარტნიორების პროგრესს თავდაცვის რეფორმირების სფეროში, ასევე მიმოიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება „ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან“ დაკავშირებული საკითხები.

გარდა სამხედრო საკითხებისა, შეხვედრაზე ეკონომიკურ საკითხებსაც მიმოხილავენ.

ნატოს სამხედრო კომიტეტის 178-ე სესია გუშინ გაიხსნა. მას საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებიან. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სესია დღეს დასრულდება.

ნატოს სამხედრო კომიტეტი, სამხედრო მეთაურების დონეზე, წელიწადში ორჯერ ბრიუსელში იკრიბება, რათა ალიანსის ოპერაციებსა და მისიებზე იმსჯელოს.

banner
წინა სტატიაში“ციანიდის საქმე”- სააპელაციო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება
შემდეგი სტატიაიარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით წყნეთში ერთი პირი დააკავეს